logo
ENG



შვედმა გამომძიებლებმა "ჩრდილოეთის ნაკადთან" ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იპოვეს

18 ნოე 202215:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/18/ldhg0srlixun6h4.jpg

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შვედმა გამომძიებლებმა "ჩრდილოეთის ნაკადთან" ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იპოვეს.

პროკურორმა, მარკ იუნგკვისტმა, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადზე" მომხდარი აფეთქების შედეგად, გამომძიებლებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი რამდენიმე უცხო ობიექტზე აღმოაჩინეს.

პროკურორის თქმით, მომხდარი ინციდენტი უხეში საბოტაჟი იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება.

მედიის ცნობით, სექტემბრის ბოლოს, ბალტიის ზღვაში "ჩრდილოეთის ნაკადის" ორივე გაზსადენზე აფეთქებები მოხდა. აფეთქებების შედეგად, ბუნებრივმა გაზმა დანიისა და შვედეთის ეკონომიკურ ზონებში გაჟონა. მომხდარ ფაქტს ევროპის ქვეყნები დივერსიად აფასებენ. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კი დასავლეთს ადანაშაულებს.


close დახურვა